თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სრულად...

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ჩაატარეს, სადაც ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნა.
ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური
დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა
ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის
საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი
ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს.

სრულად...


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის
დღე გაიმართა. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის
საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და
ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და
კადეტებმა უპასუხეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში
შეხვედრისას პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის
პასუხად, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სამომავლო
ნაბიჯებს ეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსგან მეტ პრაქტიკულ ნაბიჯებს
ელოდება.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. ამ წარმატების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განაცხადა.

სრულად...


„თავდაცვის ძალები დღეს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს
წარმოადგენს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა“, - ამის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის
საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...


„სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს
პრიორიტეტად რჩება“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად დგამს ნაბიჯებს
სამხედროებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი