თავდაცვა

ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

28 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარელის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 35 მმ-ს შეადგენდა.

სრულად...

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სამხედრო მოსამსახურეები მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ. დღეს შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, ფოთში, ახალციხეში, ფასანაურსა და ყაზბეგში.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებული კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ წარმატებით დაასრულეს. ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში მესამე ადგილი მოიპოვა. 24 გუნდიდან პირველი ადგილი ფინეთმა, ხოლო მეორე - ლიეტუვა-პოლონეთის ერთობლივმა გუნდმა დაიკავეს.

სრულად...

ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა. სწავლებისას ოცეულები თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ და პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც სხვადასხვა მანძილზე მათი განადგურება შეძლეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი