ვიდეო

ძლიერმა ქარბუქმა, რომელსაც უხვი თოვლი ახლავს, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროებსა და ჩრდილოეთ ნაწილს მიაყენა დარტყმა. რამდენიმე საათში თოვლის საფარმა ამერიკის დიდ ნაწილში 60 სმ-ს მიაღწია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინათ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

სრულად...

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს როგორ ესვრის წყლით სავსე ჭიქას ავაკოვი სააკაშვილს.

სრულად...

სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს. ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა № 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს.

სრულად...

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" 40-მდე საიდუმლო დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Dailymail-ი ავრცელებს.

სრულად...

ინტერნეტსივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავის "სუ-24"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა. BBC -ის ინფორმაციით, რუსი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა.

სრულად...

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში, 2009- 2013 წლებში მოღვაწეობდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით,  ე.წ. აფიორებში მოლდოვის მთავრობის ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ხელშეწყობით მონაწილეობდა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

სრულად...

სოციალურ ქსელ youtube- ზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც მობილური ტელეფონითაა გადაღებული და ასახავს, რევაზ არველაძესა და UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისს შორის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დღეს, 3ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში მოლაპარაკებებს, დაჭერილი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის გამოსაშვებად.

სრულად...

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს - 17:16.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი, საქართველოში გამომგზავრებამდე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ თბილისს პირველად 1976 წელს სტუდენტობის პერიოდში ესტუმრა. მისი თქმით, შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი