შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველას მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდონ, სამართალდამცველები კი, შესაბამის რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება.
უწყება ასევე, ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
შსს-ს განცხადებით, სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.
"გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა შემოსულ შეტყობინებაზე პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო და არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩა. შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უზრუნველყოს",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.