საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება და მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება. მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის ნახევარი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წელსვე, ხოლო სრულად კი მომავალ წელს დასრულდება.
მინისტრის განცხადებით, ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ორი ვარიანტი განიხილებოდა, ერთ-ერთი გვირაბის გაყვანას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე, მისი განხორციელება არ იგეგმება.
„ქუთაისი-მესტიის გზაზე არის ორი ვარიანტი. ერთი არის ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრ გვირაბს მოიცავს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დღეს არ არის იმდენად აქტუალური. მეორეზე ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს და მინიმუმ, ნახევარს წელსვე გავაკეთებთ. გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიამდე. ეს ძირითადი ნაწილი მინდა, რომ წელსვე დავამთავროთ. 36 სოფელს გაივლის ეს გზა და 36 სოფელს სიცოცხლეს ხელახალა შთავბერავთ," განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნული გზა მომავალ წელს დასრულდება და სამსაათიანი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.