დღეს "ქართული ოცნების" ოფისში 17:00 საათზე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. კოალიციის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის, "მრეწველების" წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შეეხება.
სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს წევრებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტია "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის ორპარტიული შეთანხმების გაფორმების თემაც იყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.