საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მასზე ძებნის შესაძლო გამოცხადება ამ ქვეყნის სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე კიდევ უფრო გაძლიერდება.
აღნიშნულით სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გამორიცხული არ არის სააკაშვილზე და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილზე და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე, რომლებიც 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებელნი, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
"მთელი ეს პერიოდი ელოდებოდნენ, რომ შეთანხმებისამებრ საქართველოს ახალანდელ მთავრობას ჩემზე საქმე აღეძრა. მას შემდეგ რაც მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირმა, პრიცნიპში იმდენი ქექეს და ვერაფრი იპოვეს, რუსებმა ხელთათმანები მოიხსნეს და თვითონ აღძრეს საქმე. თვითონ აპირებენ ჩემს ძებნაში გამოცხადებას. ვფიქრობ, ეს ამ იმპერიის სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე კიდევ უფრო გაძლიერდება"-განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე იუმორით დაამატა, რომ ხანდახან ფიქრობს, რუსეთში თავისი ფეხით ხომ არ ჩავიდეს.
სააკაშვილის კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ახალ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ის აზუსტებს, რომ მხიეილ სააკაშვილს იმუნიტეტი იცავს და ძებნის გამოცხადება სხვა ქართველ ექსმაღალჩინოსნებს ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.