"ლევან გაჩეჩილაძე უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა დირექტორად, მას შეუძლია "მაესტროს" შენობაში მოვიდეს სტუმრის სტატუსით, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
"შენობა სადაც "მაესტრო" ფუნქციონირებს არის შპს "ინვესტმენტის" საკუთრებაში და ამ შენობის ადმინისტრაციული პროცესების სამართავად, მაკა ასათიანს დანიშნული ჰყავს ბაია გადაბაძე. შესაბამისად, შენობასთან დაკავშირებით ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანი იღებენ გადაწყვეტილებებს.
მე შემიძლია გაგაცნოთ მაკა ასათიანის პოზიცია. მაკა ასათიანი შპს "სტუდია მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელია. ჩვენი თვალსაზრისით, რომელიც არის სავსებით დასაბუთებული, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად. სანამ ეს რეგისტრაცია არ შეიცველება, მანამ ის არის შპს სტუდიას "მაესტროს" დირექტორი, თუმცა ძალიან გვაინტერესებს სად მიდის, საიდან უნდა უხელმძღვანელოს ტელეკომპანიას და დაასახელოს მისამართი. გვაინტერესებს რა მისამართზე აპირებს განთავსებას და საიდან უნდა უხელმძღვანელოს კომპანიას, რადგან ეს შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრება და მისი კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებდა "მაესტრო" ამ შენობაში. მაკა ასათიანის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ მოსული დირექტორისთვის მისი საკუთრების დათმობას. სტუმრად ყველას მივიღებთ, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება, რადგან ჩვენი შენობაა.
მან უნდა გაგვცეს პასუხი როდის და როგორ აპირებს დაფაროს 54 მილიონამდე დავალიანება, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს და საიდან და რა საშუალებით აპირებს ტელეკომპანიის მართვას. ჩვენ, როგორც 25%-იანი წილის მფლობელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაჩქარევი, არასწორი და რეიდერული გამოხტომა ადრე თუ გვიან სამართლებრივად შევაჩეროთ. კერძო საკუთრებაში შეჭრას არავინ დაუშვებს, თუ მობრძანდებიან ცივილიზიებული ფორმით, მეურვესთან ურთიერთობის პრობლემა არავის აქვს", - აღნიშნა გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.