თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტზე დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და ასფალტის ახალი საფარის დასაგებად მზადება მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.
"ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად საგზაო სამუშაოებზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, ორკილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.