ბაია გადაბაძე: მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს, გამოაცხადოს სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები და რა შეთავაზება აქვს
07-03-2016, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს და საერთოდ რას სთავაზობს მათ" - ამის შესახებ "მაესტროს" ყოფილმა დირექტორმა, ბაია გაბაძემ განაცხადა.

 

 

ბაია გადაბაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, ეს შენობა არ ეკუთვნის "მაესტროს" და ტელევიზიის მართვას გაჩეჩილაძე ამ შენობაში ვერ შეძლებს.

 

 

"თუ მას მიაჩნია, რომ მე რომელიმე თანამშრომელი ხელით მიჭირავს, რაიმე სახის ზეწოლას ვახორციელებ, ხოლო მათ გაქცევა უნდათ, მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს და საერთოდ რას სთავაზობს მათ.

 

 

მე ასევე მივმართავ "მაესტროს" თანამშრომლებს – თუ თქვენ გაინტერესებთ ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, გაესაუბროთ და გაარკვიოთ რას გთავაზობთ.

 

 

თქვენ იცით მე რას გთავზობთ. მე არ გთავაზობთ განსაკუთრებულად დიდ ხელფასებს, არ გხიბლავთ არაფრით. მე თქვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიც არავის მიერ არ იქნება მართული.

 

 

ამის შემდეგ მეცოდინება, ვაგრძელებ თუ არა თქვენთან ერთად ბრძოლას", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

 

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი