მიხეილ ჯანელიძე: მთავრობამ ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო
07-03-2016, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობამ ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

"ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად გამოინახა დამატებითი საშუალებები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება უკვე შედგა, რაც პირადი ხელმოწერებით დაადასტურეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია "სოკარის" პრეზიდენტმა გასულ კვირას.

 

 

რაც შეეხება კომპანია "გაზპრომს", მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურით ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების პირობების შესახებ, რაც ჩვეულებრივად ყოველი წლის ბოლოს ხდება 2004 წლის შემდეგ და აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობების შესაძლო შესყიდვაზეც, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სხვა წყაროებიდან ვერ შეძლებდა ზამთრის სეზონზე არსებული დეფიციტის შევსებას.

 

 

შესაბამისად, ტრანზიტის ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელების შესახებაც შედგა შეთანხმება და მას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. საქართველო, სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს კვლავ ნედლეულის სახით მიიღებს და "გაზპრომ ექსპორტისგან" დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროების საკითხიც მოხსნილია" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი