დავით უსუფაშვილი: ახლა ერთიანი გუნდით ვმართავთ სახელმწიფოს, ხოლო მომავალ არჩევნებზე, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად იყოს
07-03-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახლა ჩვენ ერთიანი გუნდით ვმართავთ სახელმწიფოს, ხოლო მომავალ არჩევნებზე, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად იყოს“ - განცხადება ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 


„კოალიციური ერთობა ეს არ არის მუდმივი ერთობა და ბუნებრვია, გაიხსნა საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება კოალიცია წარდგენილი შემდგომ არჩევნებზე. მინდა ყველას მოვუწოდო, ცოტა უფრო სიღრმისეული და მშვიდი მსჯელობისკენ იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიცია რა კონფიგურაციით წარსდგება, ეს არის მომავლის საქმე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მსჯელობისას დღეს კოალიციას რამე საფრთხე უნდა დაემუქროს. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ოთხი წლით. ჩვენ სახელმწიფოს ვმართავთ, ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობა გვაკისრია“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   leila
      
ისე იცოცხლე შენ!!! ერთი მეველე გამგეს ხუშტურებით იმართება საქართველო. თქვენ მისი პაიკები ყრიხართ.რომელ ორმოდან ლაპარაკობ??!!!
7 მარტი 2016 08:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი