დავით უსუფაშვილი: ვინც ამ თემაზე ზედმეტად ნერვიულობს, მინდა ვუთხრა, რომ მოიკრიბოს ძალა, რადგან ხვალ, შესაძლოა, უფრო მეტი სანერვიულო ჰქონდეს
07-03-2016, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ბოლო ხანებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ცალკეულ საკითხებს, კერძოდ იმას, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ და პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადეს მზაობა სტრატეგიულ პარტნიორობაზე," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ამას მოჰყვა ბევრი სპეკულაცია და აქედან გამომდინარე მას განმარტების გაკეთება სურს.


"ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებაზე. ეს არის სრულიად ბუნებრივი ამბავი, იმიტომ რომ მომავალ კოალიციურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის "რესპუბლიკელებისთვის", ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთობა, კოალიციის მთავარ, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. აბა, პირიქით ხომ არ დავიწყებდით პროცესს, რომ ჯერ ჩვენს კოლეგებს და ნაცად მეგობრებს, „კონსერვატორებს“ შევუთანხმდეთ პარტნიორობაზე და მერე ერთად მივადგეთ პარტია „ქართულ ოცნებას?" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და დაამატა:


„ჩვენ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც გადასადგმელი იყო და უახლოეს მომავალში, ამის თაობაზე გვექნება სიცხადე. ეს სიცხადე სჭირდება კოალიციას, პარტიებს, ქვეყანას. ჩვენ ვართ სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთული, გვაკისრია ვალდებულებები, ამიტომ არანაირმა განსჯამ მომავლის თაობაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს მიმდინარე საკითხების საქმის განხილვას. ვინც ამ თემაზე ზედმეტად ნერვიულობს, მინდა ვუთხრა, რომ მოიკრიბოს ძალა, რადგან ხვალ, შესაძლოა, უფრო მეტი სანერვიულო ჰქონდეს," განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი