დავით უსუფაშვილი: ყველას ვთხოვ მზად იყვნენ ამ პროცესისთვის და სიმშვიდით შეხვდნენ ამას
07-03-2016, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ, ფაქტობრივად ვასრულებთ კოალიციური ცხოვრების ერთ ეტაპს არჩევნებისთვის და ამის შემდეგ ვიწყებთ მეორე ეტაპს“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 


"პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ არა ვინმე ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად. ამიტომ კოალიციური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომლის აუცილებლობაც 4 წლის წინ არ იყო, დღეს დგას და  ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა, როდესაც კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ პუნქტებს; განათლებაში კონკრეტულად რას ვგეგმავთ ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში; ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებში რას ვგეგმავთ ერთად 4 წლის განმავლობაში; საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში 4 წლის განმავლობაში ზუსტად რას ვგეგმავთ ერთად; როგორ წარმოგვიდგენია ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული გამოყენება, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს მისი ხიბლი და სარგებლიანობა, ეს ვიზა-ლიბერალიზაციასთან კავშირში იქნება თუ საბაჟო შეთანხმებებთან თუ ა.შ.? ამ ყველაფერზე აუცილებელია შეთანხმება. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასე უყურებს საკითხს, და ჩვენ უახლოეს ხანებში ამ თემაზე გვექნება კონსულტაციები. არავის არ აქვს რაიმე განსაკუთრებული სიხარულის საფუძველი, ან უბედურების საფუძველი კოალიციაში შემავალ პირებს თუ პარტიებს ან კოალიციის გარეთ მყოფ პირებს, და მე ყველას მივმართავ, რომ მზად იყვნენ რაღაცა მსგავსი პროცესისთვის, სრულიად მშვიდად და წყნარად", განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

საუბრის დასაწყისში კი მან აღნიშნა: "ახლა ჩვენ ერთიანი გუნდით ვმართავთ სახელმწიფოს, ხოლო მომავალ არჩევნებზე, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად იყოს“.

 

 

კომენტარები: 4
#4   მაია
      
ძალიან კარგია თუ რესპუბლიკელები ცალკე იყრიან კენჭს. და საერთოდ თუ ყველა პარტია ცალ-ცალკე იყრის კენჭს. ასე უფრო მკაფიოდ გამოჩნდება რომელს ყავს მეტი მხარდამჭერი. თუ ერთნაირი პროგრამა აქვთ პარტიებს და ერთნაირად აზროვნებენ ქვეყნის მოწყობაზე, მაშინ რა საჭიროა ამდენი პარტია, მაგრამ ქართველების ამბიციურობას ხომ არა აქვს საზღვარი.ამდენ პარტიას იმდენივე ლიდერი ყავს და რაც მეტი პარტიაა ლიდერიც მეტია. არავის უნდა მეორეკაცობა, ყველას პირველობის ამბიცია აქვს. თუ პირველობა გინდა, მაშინ გამოგაჩინოს საქმემან შენმან.
8 მარტი 2016 13:38
#3   mariami
      
საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებაზე ლაპარაკი უნდა აიკრძალოს...ნუტუ ანდენი"გეი"გვყავს მთავრობაში ეს რომ მოსწონთ და მხარს უჭერენ სოდომ-გომორის ცოდვას?
8 მარტი 2016 11:04
#2   aninino
      
davit davitashvili მიშა ციხეებში მილიარდერებს არ აუპატიურებდა, შენნაირებს აუპატიურებდა. და თუ შენამდე ვერ მოაღწია, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.
8 მარტი 2016 01:40
#1   davit davitashvili
      
ისევ სააკაშვილი ჯობია ის მაინც ბიუჯეტს გაკსუებული მილიარდელების ფულებიტ ავსებდა და კვეყანას ახმარდა ტიტონაც ჰამდა მაგრამ ამატ მაინც ჯობდა ესენი ხელფასების გაზრდის და პრემიების გამოწერის მეტს არაფერს აკეტებენ გინდ დაიშალეთ გინ კიდევ უფრო შეერთდითხალხი ხმას აგარ მოგცემთ თკვენ
7 მარტი 2016 03:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი