ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანაა. მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის" გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
"მე ვთვლი, რომ ჩემი გათავისუფლება სამსახურიდან იყო უკანონო. ძალიან მიხარია, რომ იგივეს ფიქრობენ იურისტები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე დასრულდება ჩემი გამარჯვებით, რაც იქნება მაგალითი ყველა ჟურნალისტისთვის, მედიის ყველა წარმომადგენლისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის ქვეყანაში, რომ უსამართლობა ისჯება," - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.