"შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რევოლუციური ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება, ეს არის ანაკლიის პორტი", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
"ჩვენ ველოდებით ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს, ახლახანს დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა, რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ხელი მოეწერება იაპონელებთან ერთად ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას. ასე, რომ სერიოზული, ხელშესახები გეგმებია, რომელთა განხორციელება უდაოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.