პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, განუცხადა.
"საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე კოალიციაში შემავალ პარტიებთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ კოალიციურ რეჟიმში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ სხვადასხვა მსოფლმხედველობა ქვეყნის განვითარების. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე იქნება შესათანხმებელი გარკვეული საკითხი", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.