საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა, ისევე როგორც მოსამართლეთა თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"მიგვაჩნია რომ მთელი ეს პროცესი უნდა წარიმართოს უკიდურესად გამჭვირვალედ იმისთვის, რათა არ გაჩნდეს აღნიშნულ საკითხზე არც ერთი კითხვის ნიშანი",- განაცხადა აბაშიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება.
"კონფიდენციალურმა წყარომ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარი ადამიანების პირადი შურისძიება", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.