ტელეკომპანია მაესტროსთან დაკავშირებით კოტე გოგელიამ და მაკა ასათიანმა განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა.
"მაესტროს" მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ჩვენთან მიმდინარეობს მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე.
მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება "მაესტროს" წილის გაყიდვის თაობაზე. "მაესტროს" წილი ჩვენს მიერ არ იყიდება. პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით გამოგვიცხადა ბრძოლა და ჩვენ იძულებული ვართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია.
პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად.
"მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა.
"მაესტროს" კარი ყოველთვის ღია იქნება თავისუფალი ადამიანებისთვის," აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.