"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის ახალი წევრი ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი წარუდგინა.
"დღეს მე ამაყი ვარ, რომ შემოგვიერთდა გამორჩეული ინტელექტუალი, შეუბღალავი ავტორიტეტის და მაღალი პროფესიული სტანდარტის ადამიანი ზაზა ფირალიშვილი. როცა ჩვენს გვერდით დგებიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, როგორიცაა ბატონი ზაზა, გვიმყარებენ იმ განცდას, რომ არ არსებობს ისეთი სირთულე, რომელიც შეიძლება "თავისუფალმა დემოკრატებმა" ვერ გადავლახოთ. ისინი მორალურად გვამხნევებენ და გვძენენ თვითრწმენას იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის საქმის მოგვარება და პრობლემების გადაწყვეტა შეგვიძლია," განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.