მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. როგორც მეუფე იობი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, იგი ყოფილ მინისტრს პირადად ესაუბრა. მეუფის თქმით, მისმა სტუმრობამ საკანში მერაბიშვილი გააკვირვა და თავდაპირველად შეხვედრას არ თანხმდებოდა. დიალოგის დასასრულს, კი ივანე მერაბიშვილს სასულიერო პირისთვის მადლობა გადაუხდია.
"ივანე მერაბიშვილს შევხვდი ციხეში… ბავშვობიდან ასეთი ბუნება მაქვს – როცა ჩემს მტერს წაქცეულს დავინახავ, სიბრალულის გრძნობა მიპყრობს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი, მივიდე და ხელი გავუწოდო… სწორედ ასე გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვლს და ბაჩო ახალაიას… ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ – მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო. მე მამაოებთან არ გამოვალო – უპასუხა. მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა, არ უთქვამთ, რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხედა და გაოცებულმა მკითხა- თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა ვარ. თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო… მე ვკითხე- რას გულისხმობთ ლიბერალიზმში – ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნებობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნორირების ხარჯზე, ესაა თქვენი ლიბერალიზმი-მეთქი? მერე მითხრა, შენ ვის დაუდექი გვერდში- ივანიშვილსო? მე ვუპასუხე, ივანიშვილს დავუდექი გვერდში იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელთმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა, თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდათ, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი, ნახავთო. ჩვენი შეხვედრის და საუბრის შესახებ რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა – ეს აუცილებლად დაწერე, ისტორიული ფაქტიაო", – აცხადებს მეუფე იობი.
კითხვაზე, აღიარა თუ არა ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი მეუფის დაუძინებელი მტერი იყო, სასულიერო პირი აღნიშნავს: "მე ვუთხარი, გავიგე, რომ, დამიცავით და რატომ – მეთქი? არა, ეგ არასოდეს მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია მივიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან - მეთქი… თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა… ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ, რომ მობრძანდითო და წავიდა… გასვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა…." – აცხადებს მეუფე იობი გაზეთ "ასავალ-დასავალთან".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.