შევეცდებით ყველანაირად შევუწყოთ ხელი ახლადარჩეულ დირექტორს, რომ მან უფლებამოსილებები განახორციელოს, თუმცა არა ამ შენობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
" არის მზადყოფნა ნებისმიერ მისამართზე გამოცხადდეს ყველა თანამშრომელი, თუნდაც ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე და დაიწყოს დოკუმენტაციის გადაბარების პროცესი. გვინდა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი დაძაბულობა და ესკალაცია. რაც შეეხება მის მიერ შპს სტუდია "მაესტროს" მართვას, ამასთან დაკავშირებით თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მოქმედება იქნება განსახორციელებელი, ჩვენ ამას დისტანციურად გავაკეთებთ.
იჯარა შპს "სტუდია მაესტროს" ამოწურული აქვს. 31 დეკემბერს ამოეწურა ვადა. ამის თაობაზე შენობის მფლობელმა შპს-მ მიმართა "მაესტროს" დადგენილი წესით 8 დეკემბერს და აცნობა, რომ აღარ აპირებდა ვადის გაგრძელებას. კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებს ამ მომენტისთვის "მაესტრო" ამ შენობაში. თუ ეს კეთილი ნება აღარ იარსებებს, შესაბამისად "მაესტროს" აქ ყოფნა იქნება უკანონო", - განაცხადა გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.