იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ იგი პაპუაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებას გეგმავს. წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს და აინტერესებს, თუ როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელმძღვანელისგან ბათუმში 1 000 ლარად, ძვირადღირებული ქონება.
"ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე - ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია არ მაქვს და არ აქვს არც ხელისუფლების რომელიმე წევრს. მას როგორც ჩანს, აწუხებს წარსულის აჩრდილები - თუ მას წინა ხელისუფლების დროს ვინმემ რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ერთადერთი გვქონდა საკონკურსო ქულები, რომლებიც მისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს. რაც შეეხება მოთხოვნებს, მაქვს მის მიმართ ორი მოთხოვნა - უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელმძღვანელისგან 1 000 ლარად ძვირადღირებული ქონება, რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, იყო თუ არა ეს მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპებთან შესაბამისი საქციელი და განიცდის თუ არა დისკომფორტს, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება. მე მესმის, რომ დამარცხდა, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, რომ სექტემბერში თანამდებობის ვადაც ეწურება, თუმცა ეს იყო კონკურსი და ამ კონკურსში ის დამარცხდა, რაც არ აძლევს უფლებას, სხვას ესროლოს ტალახი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.