"მაესტროს" ყოფილ და მოქმედ დირექტორებს შორის შეხვედრა დასრულდა
07-03-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორ ლევან გაჩეჩილაძისა და ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის შეხვედრა დასრულდა.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბაია გადაბაძემ განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძე ელოდება იმავე დარბაზში, სადაც შეხვედრა გაიმართა, ტელეკომპანია "მაესტროს" იმ თანამშრომლებს, ვისაც მასთან გასაუბრება სურს.

 

 

"ვისაც უნდა ლევანთან შეხვედრა, შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს. კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვის სურს შეხვედრა, ჩემთვის უცნობია. ზემოთ შენობაში ვერ ავა, რადგან ლევანმა თვითონვე თქვა, რომ არ აპირებს ძალადობას და ეს მისი მხრიდან სწორია. მან იცის, რომ შენობა "მაესტროს" საკუთრებაში არ არის. მანვე მოითხოვა გონივრული ვადა, რომ სხვა ალტერნატიული ფართი უზრუნველყოს. ასევე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და გაჩეჩილაძე არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადესთან დაკავშირებით", - განაცხადა გადაბაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი