„თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 960 000 ლარი დაიხარჯება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა.
გამგებლის განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტების დაგეგმვისას, მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის სურვილებსა და საჭიროებებს გაითვალისწინებს.
„გასულ წელთან შედარებით, წელს 85 000 ლარით მეტია გამოყოფილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმის გასარკვევად, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული. ამის შემდეგ კი დავიწყებთ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას. ამ ეტაპზე, უკვე დაგეგმილი რაც არის, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის სამი სოფლისთვის წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრა. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ძევრს, ჩხარს და ალისუბანს, წყლის პრობლემა აღარ ექნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია თანხა, თუმცა, გამგეობა აპირებს დანაკლისის შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება გააკეთოს," აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ წელს, მოსახლეობას ასევე შესთავაზებენ ისეთ სოციალურ პროგრამებს, როგორიცაა უსინათლოთა და ეპილეფსიით დაავადებულთა პროგრამები, ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მედიკამენტებითა და სურსათით დახმარება, ოპერაციების თანადაფინანსება და ა.შ.
თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ამ და სხვა პროექტების განხორციელებაზეა გაწერილი 2016 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც ჯამში, 11 მლნ ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.