ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალებს" სულ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან
10-06-2014, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალებს" სულ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ბათუმში წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

როგორც ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

 

 

"ერთადერთი, ვინც ამას ვერ ეგუება და ამის აღიარება არ უნდა, ეს არის მათი ბოლო შანსი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", ვინაიდან მათ იციან, რომ დარჩათ სულ რამდენიმე დღე, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა. მათ იციან, რომ ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ახლა იმაზე ზრუნავენ, იმიჯი შეულახონ ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას და ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრონ, რათა ამით როგორმე მიიქციონ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ამას განსაკუთრებული თავგამოდებით ისინი აკეთებენ, ვინც წლების განმავლობაში შემჩნეული იყო სწორედ მუქარაში, ზეწოლასა და ტოტალურ გაყალბებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი