აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ "ბეშუმის" რეაბილიტაცია იწყება. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, წელს კურორტ ბეშუმისათვის უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. კურორტის გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია/მოწესრიგებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
დაგეგმილია ასევე კურორტისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 10 მაისიდან უნდა დაიწყოს და 80 კალენდარულ დღეში დაასრულოს.
კურორტის გზების, წყლისა და კანალიზაციის სისტემის პროექტი ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ "ბეშუმის" არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.