ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 20 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 29 აგროკომპლექტი გადასცა
07-03-2016, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 20 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში 29 აგროკომპლექტი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს -11 აგროკომპლექტი, ონის მუნიციპალიტეტის 13 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს - 18 აგროკომპლექტი) გადასცა.


ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.


„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, ღირებულების 24 %-ად გადაცემა. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი (სათიბით, გუთნით, კულტივატორით) და ხელის სათესი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები დევნილები ან/და ეკომიგრანტები არიან, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას, დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.


„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 584 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1415 აგროკომპლექტი უკვე მიიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი