ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი 20 მილიონი აშშ დლარის მოპარვასა და ამ თანხით დედაქალაქ აბუჯაში მდიდრული სახლისა და სხვა უძრავი ქონების ყიდვაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კი 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფული იპოვეს.
როგორც BBC იუწყება, საჰაერო ძალების გადამდგარი მარშალი ალექს ბადეჰი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებას უარყოფს. იგი თავდაცვის უწყებაში საჰაერო ძალების ხელმძღვანელად 2 წლის წინათ დაინიშნა.
BBC-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, 59 წლის ბადეჰი ბოლო ფიგურაა იმ რამდენიმე ოფიციალურ პირს შორის, ვინც ნიგერიის შეიარაღებული ძალებიდან მილიარდობით დოლარი მოიპარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.