მექსიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი დიქტატორებს - ადოლფ ჰიტლერს და ბენიტო მუსოლინის შეადარა
07-03-2016, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ წაუყრუებს თეთრი სახლის დასაკავებლად მებრძოლი დონალდ ტრამპის მიერ შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის კედლის აღმართვის წარმოდგენილ პროექტს. მან დონალდ ტრამპის „მკვეთრი ტონი“ ადოლფ ჰიტლერის და ბენიტო მუსოლინის ტონს შეადარა.

 


პრეზდენტ ენრიკე პენა ნიეტოს კომენტარები, რომელიც ორშაბათს გამოსულ გაზეთ Excelsior -ში გამოქვეყნდა, ნიუ იორკელი მილიარდერის მიმართ უცხოელი ლიდერის მიერ გაკეთებული ყველაზე კრიტიკული საჯარო კომენტარების რიცხვს მიეკუთვნება.

 

 

დონალდ ტრამპმა, რომელიც სადღეისოდ შეერთებული შტატების რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს, რამდენიმე თვის წინათ განრისხებით განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, იგი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე კედელს ააშენებდა და დაიცავდა ამერიკას მექსიკიდან არალეგალი ემიგრანტებისა და ნარკოტიკების შემოდინებისაგან.

 


პენა ნიეტო თავს დაესხა ტრამპის კამპანიის „პოპულიზმს“, რომელიც მისი აზრით, „ძალიან ადვილ, პრობლემების მარტივ გადაწყვეტას სთავზობს, მაგრამ სულაც არაა ისე ადვილი გადასაწყვეტი, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს.“

 


„სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში იყო ეპიზოდები, როცა ამგვარმა მკვეთრმა რიტორიკამ და გამონათქვამებმა, ისტორიაში ავის მომასწავებელი სიტუაციების წარმოშობა განაპირობეს,“ დაამატა მექსიკის პრეზიდენტმა.

 


„ესაა ის, რაც მუსოლინიმ გააკეთა, რაც ჰიტლერმა გააკეთა, მათ ისარგებლეს შექმნილი მდგომარეობით, პრობლემით, შესაძლოა, რომელშიც კაცობრიობა იმ დროს, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ იმყოფებოდა და მე ვფიქრობ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან მივიღეთ ის დიდი ხანძარი, რაც ჩვენ ისტორიიდან ვიცით. ჩვენ არ გვინდა მოხდეს იგივე, სადმე მსოფლიოში,“ აღნიშნა პენა ნიეტომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი