პენტაგონის განცხადებით, სომალიში, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად ალ-შაბაბის 150-ზე მეტი სამხედრო პირია მოკლული.
პენტაგონის წარმომადგენლის, კაპიტან ჯეფ დევისის თქმით, დარტყმები განხორციელდა სამწვრთნელო ბანაკზე, საიდნაც „ფართო-მასშტაბური“ თავდასხმა იგეგმებოდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ისინი ბანაკიდან გასვლას და შეერთებული შტატების და აფრიკული კავშირის სამხედრო ძალებისთვის უზარმაზარი საფრთხის შექმნას აპირებდნენ,“ განაცხადა კაპიტანმა დევისმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „თავდაპირველი შეფასებით 150-ზე მეტი მებღოლი ტერორისტია ლიკვიდირებული,“ აღნიშნა მან.
დევისის თქმით, დარტყმების სამიზნე, რომელიც უპილოტო თვითმფრინავებით და ტრადიციული ავიაციით შაბათს განხორციელდა, იყო რაზოს ბანაკი, კეთილმოწყობილი სამწვრთნელო ბაზა, რომელიც დედაქალაქ მოგადიშუს ჩრდილოეთით, დაახლოებით 195 კილომეტრში მდებარეობს. დევისის განცხადებით, აღნიშნული ბანაკი დრო და დრო მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
ალ-შაბაბი, რომელიც ალ-ყაიდას შვილობილი ორგანიზაციაა, აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალებმა 2011 წელს მოგადიშუდან განდევნეს, თუმცა მას შემდეგ ისინი ხშირ თავდასხმებს განაგრძობენ. მათი მიზანი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ჩამოგდებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.