სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესმა განცხადება დღეს ხევსურეთში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სტუმრობისას გააკეთა.
უწმინდესმა ბერ-მონაზვნებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სასაზღვრო რაიონებში ახალი მონასტრები უნდა აშენდეს, რათა ჩვენი საზღვრები გავაძლიეროთ.
"მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ხევსურეთში. ბავშვობიდან მესმოდა ჩემი მშობლებისგან, რომ ხევსურეთი და ხევსურები ეს ისეთი კუთხეა, ისეთი ხალხია, რომელიც იცავს ჩვენს კულტურას, ჩვენს წეს-ადათს და აი, დღეს ჩვენ ვიმყოფებით აქ. ვამაყობ იმით, რომ გვყავს მრავალი თავდადებული და ცნობილი ხევსური ჩვენს ისტორიაში, დღევანდელ დღესაც. მინდა, მივმართო ჩვენ ბერ-მონაზვნობას - სასაზღვრო რაიონებში უნდა შეიქმნას მონასტრები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი საზღვრები. მე ასევე მინდა, მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს - ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი, იქნება ეს მთა თუ არა. მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე და დაეხმარონ რაიონების მატერიალურ განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბიზნესმენი შეისმენს ჩემს მოწოდებას და ჩვენი საქართველო იქნება ბედნიერი", - განაცხადა უწმინდესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.