ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ
08-03-2016, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" წევრს, ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი სრულად არის გამოჯანმრთელებული.

 


"პაციენტი არის გამოჯანმრთელებული, რეაბილიტაცია არ სჭირდება. გადატანილი ოპერაციებიდან გამომდინარე მოუწევს ამბულატორიული მკურნალობის სახლში გაგრძელება," განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

 


"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

 

პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გახსნილად გამოაცხადა. თავდასხმაში ბრალდებული ერთ-ერთი მამაკაცი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, მე-2 პირი კი იძებნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი