EBRD-ს დირექტორი: თბილისში შემოსაყვან ახალ ავტობუსებზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება
08-03-2016, 01:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში შემოსაყვან ახალ ავტობუსებზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება, ამის შესახებ თბილისის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერმა განაცხადა.

 


თბილისის მერი, დავით ნარმანია და მისი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მას და ევრობანკის მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსი მალიჟის დღეს შეხვდნენ.

 


თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ავტობუსების პარკის განახლებაზე, მეტროს მოდერნიზაციას და საბაგირო გზების განვითარებაზე. ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილეს, ისაუბრეს ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლებასა და გარე განათების სისტემების გაუმჯობესებაზე.

 


ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ახალ ავტობუსებზე ტენდერი ამ დროისთვის მიმდინარეობს და სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი იქნება ნათელი მაგალითი ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისა.

 


"გარდა ავტობუსების ტენდერისა, რაც მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვისაუბრეთ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც, ისეთ საკითხებზე როგორიცაა - მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლება, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, განვიხილეთ ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის და საერთოდ, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შემდგომ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა და ასევე, გარე განათების თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მათი მხრიდან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა გვაქვს შემოთავაზებული, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას," განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ EBRD-ის წარმომადგენლებს დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებისა და ტრანსპორტის ეკოლოგიურობის გაუმჯობესების კუთხით არსებული ხედვაც გააცნო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნული ხედვა ხუთ ძირითად პრინციპს და მიმართულებას ეყრდნობა, ესენია: ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტის განვითარება, ადგილობრივი რეგულაციები, ტექნოლოგიური მიმართულება და ცნობიერების ამაღლების კამპანია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი