გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული
08-03-2016, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.

 


"ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი "ჰარვონი", რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია "გილეადის" მიერ მოწოდებული," განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია "გილეადს" საქართველში, რომელმაც პრეპარატი "ჰარვონი" შემოიტანა საქართველოში.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია "გილეადს", რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი