სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 25 კორპუსს, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება
08-03-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

 


ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დასახლებაში არსებულ ყველა კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამინისტრო მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების 25 კორპუსის სახურავებსა და იატაკებს გამოცვლის, გარდა ამისა განხორციელდება წყალკანალიზაციის სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები.

 


დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს, რომლებიც კარატეს ეუფლებიან, კიმონოები და სპორტული ინვენტარი ჩაუტანა. ჩასახლებაში არსებულ აფხაზურ სკოლაში არაერთი სპორტული წრე ფუნქციონირებს.

 


USAID-ის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო გასართობი კუთხეც მოაწყო. კერძო სექტორის ჩართულობით ასევე იგეგმება აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებლობა.

 


25 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი წლების წინ დაიწყო, თუმცა ბინების სრულად დაკანონება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი