დავით უსუფაშვილი: ქორწინების თემით საარჩევნო პროცესის დომინირება არანაირად არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში
08-03-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ქორწინების თემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია "ნაკლული სამართლებრივად არ არის" და "ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში".

 

 

"ცალსახად ითქვა, რომ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე არანაირი თემა არ განხილულა, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის გარდა. პოლიტსაბჭოს ამ სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლობა არ იყო - მე გახლდით როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ცხადია, "რესპუბლიკელიც" ვარ, მაგრამ "რესპუბლიკურმა პარტიამ" პოლიტსაბჭომდე განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის. თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს შიგნით, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა კონსტიტუციას რაღაც აკლია, ხოლო თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას კიდევ უფრო გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და რომლის ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობისა და საეჭვო მიზნების თემით. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს ემსგავსება. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და "რესპუბლიკური პარტია" ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა," განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა და დაამატა, რომ პატივს სცემს კოალიციის იმ წევრების, ასევე საკუთარი პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებას, ვინც საკითხს განიხილავს წმინდა ზნეობრივ და მორალურ და არა, პოლიტიკურ ჩარჩოში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი