ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის პოტენციალი და ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის საკითხები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, გიუნტერ ბეხლერის შეხვედრისას.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება იმ გამოწვევებზეც გაამახვილეს, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, არამედ მთელი დემოკრატიულ საზოგადოების წინაშე დგას.
„ევროპელ სტუმართან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ საერთო საფრთხეებზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს არამედ რომლებიც მთელ დემოკრატიულ სამყაროს ემუქრება. ამ თვალსაზრისით ეუთო საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას უსაფრთხოების სისტემაში. ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ პრობლემებად მიგვაჩნდა დიდი ხნის განმავლობაში და სხვები ამას თვლიდნენ საქართველოს პრობლემად, კერძოდ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, დღეს ყველას მიერ გაცნობიერებულია როგორც საერთო პრობლემა. ეს პოზიტიური მიდგომაა, რომ საქართველო არის კოლექტიური მცდელობის პროცესში, რომ შევაჩეროთ რუსული საფრთხე და მივაღწიოთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნისა, ხედავს სრულიად ცალსახად, რომ საქართველო არის ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო," განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.