"საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც, - ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან, რესპუბლკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა.
"რაც შეეეხება მოტივს, სპეკულაციებს არ დავიწყებ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების დასკვნები, უკვე საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და ვერ მივბაძავ მათ მჭევრმეტყველებაში. გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოიძიოს მოტივიც. გამოძიება არ იქნება დასრულებული, საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის - არა ჩემთვის, ბუკა პეტრიაშვილისთვის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, მომავალში რომ აღარ მოუვიდეთ თავში აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ," განაცხადა პეტრიაშვილმა და იმედი დაიტოვა, რომ საქმე დროულად იქნება გამოძიებული.
"როდესაც ადამიანს თავის, საფეთქელის არეში აყენებენ ჩაქუჩით რამდენიმე დარტყმას, ასევე დაზიანებას მუცლის ღრუში და სხვა მიმართულებით ხდება 5 გასროლა მიბჯენით, ამავე დროს კი გრძელდება "მუშაობა" ჩაქუჩით და ბეისბოლის "ბიტით", ეს არის ცალსახად მკვლელობის მცდელობა. მე არ ვარ იურისტი, ამას იურისტები მისცემენ შესაბამის კვალიფიკაციას და იმედია, გამოძიება დროულად მივა ბოლომდე," განაცხადა პეტრიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.