იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა დღესთან დაკავშირებით "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარს, ყოფილ პატიმარ ქალს ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მანანა შონია იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის გამარჯვებულია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის იანვარში დატოვა ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად. გათავისუფლების შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" პროგრამაში ჩაერთო, რომელიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.
მანანა შონიამ ისარგებლა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრის ემოციური მდგომარეობა; წარმატებით დაასრულა სოციალური უნარების განვითარების ტრენინგკურსი.
ბენეფიციარს თბილისის მერიისგან გადაეცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ბარათი.
მანანა შონიამ მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, წარადგინა ბიზნესიდეა, მოიპოვა გამარჯვება და დღეს მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მანანა შონია ქსოვს, კერავს, ქარგავს, ამზადებს სხვადასხვა აქსესუარს. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მან 3 საკერავი მანქანა შეიძინა. მისმა ნამუშევრებმა თურქეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა.
"ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.