ამერიკელი დიპლომატი თომას პიკერინგი: საქართველოს გაერთიანება ძლიერ, მზარდ, წარმატებულ ქართულ ეკონომიკას შეუძლია
08-03-2016, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი დიპლომატის, აშშ-ს კარიერული ელჩისა და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, თომას პიკერინგის აზრით, საქართველოს გაერთიანება შედგება, ოღონდ ეს არ მოხდება სამხედრო გზით. ამის წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება იქნება. ამის შესახებ პიკერინგმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტევიუში ისაუბრა. შეკითხვაზე - ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება [საქართველოს] გაერთიანებას წაახალისებს? - დიპლომატმა უპასუხა:

 

 

"არ მგონია. ამის გაკეთება ძლიერ, მზარდ, წარმატებულ ქართულ ეკონომიკას შეუძლია. გარშემო მცხოვრები ადამიანები იმას შეხედავენ რამდენადაა საქართველო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ამ თვითდარწმუნების მოტანა მხოლოდ შენებას და ზრდას შეუძლია."

 

 

ამერიკელი დიპლომატი თვლის, რომ "კონფლიქტის შემდეგ საქართველო რუსეთთან ფრთხილად და სწორად ურთიერთობს", ხოლო "საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება."

 


"ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთის ყველა სურვილს თავი უნდა დაუხაროს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთ პატივისცემით სავსე ურთიერთოებები უნდა დაამყაროს. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. თბილისმა უნდა მონახოს გზა, რომელიც საკუთარი მრავალფეროვნების სიძლიერის გამოყენების საშუალებას მისცემს ძლიერი დემოკრატიის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო ამას ცდილობს.

 


საქართველოს დიდი ძალა აქვს. ასევე დიდი ძალა აქვს ქართულ ნაციონალიზმს. თუმცა უფრო მეტ ძალას მას ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის აშენება მისცემს. საქართველომ აფხაზებს და ოსებს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს - ეკონომიკური და ლინგვისტური ალტერნატივები. ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან. საქართველოს გაერთიანება, ჩემი აზრით, ქართველების სტრატეგიული მიზანია. მაგრამ ეს სამხედრო ძალით არ მოხდება. საქართველომ ხალხს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უნდა დაანახოს, რომ მათთვის ნამდვილი ალტერნატივა თბილისია და არა მოსკოვი," აღნიშნა პიკერინგმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი