წულუკიანი იმამყულიევის მარნეულის გამგებლობის კანდიდატად აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება
10-06-2014, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ახმედ იმამყულიევის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

 

 

"იუსტიციის მინისტრი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იმამყულიევის კანდიდატობის აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება.

 

 

2014 წლის 6 ივნისის სხდომაზე, უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია იმის გამო, რომ მოცემულმა პარტიამ მიუღებლად მიიჩნია ახმედ იმამყულიევის გამგებლობის კანდიდატობიდან მოხსნის გადაწყვეტილება. უწყებათაშორისმა კომისიამ აგრეთვე დაგმო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე მუდმივი აპელირება, მათ შორის მარნეულის შემთხვევაში.

 

 

ამასთან, კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვეს იმას, რომ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად არა ფიზიკური ძალა ან ვერბალური აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება დამდგარიყო.

 

 

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება დღეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

 


უწყებათაშორისი კომისია კიდევ ერთხელ შეახსნებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელია და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, და რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი