შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის დროს ლევან მ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე, ლევან მ. თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული, „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზები.
ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.