„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას ისაუბრა. ირაკლი ალასანიას აზრით, კოალიციის ნავი იძირება და ნავში მყოფნი ვერ ხვდებიან ამას და დავობენ იმაზე, „ვის მეტი კვოტა და მეტი სკამი“ შეიძლება შერჩეს არჩევნების შემდეგ.
„კოალიცია რომელიც 2012 წელს შედგა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, არ იყო, ასე ვთქვათ, ღირებულებითი საფუძვლების ირგვლივ გაერთიანებული. ეს იყო ერთის წინააღმდეგ და ერთი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალა, ისევე როგორც ეს იყო 2003 წელს, როდესაც სააკაშვილმა გააერთიანა ყველა ძალა შევარდნაძის წინააღმდეგ და ბუნებრივია, ასეთი კოალიციები იშლება და აქედან გამომდინარე მიდის უკვე, რაც მოახლოვდა არჩევნები, შიდა, ასე ვთქვათ, კვოტების გადანაწილებაზე და სხვა თემებზე დაპირისპირება. ეს იყო მოსალოდნელი, მაგრამ მე უბრალოდ მიკვირს, რომ ვერ ხვდებიან, რომ ერთ ნავში ზიან ესენი დღეს და როდესაც სულ 8 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, ასეთი დაპირისპირება აქვთ. ბუნებრივია მე აშკარად მგონია და ვთვლი, რომ ისინი განწირული არიან მარცხისთვის 2016 წლის არჩევნებზე. ეს ნავი ნამდვილად იძირება. მათი ვნებათაღელვაც სწორედ ამიტომ არის ერთის მხრივ გამოწვეული. მეორეს მხრივ, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები არ იყოს პოლარიზებული, ისევ და ისევ არ გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რაზეც გითხარით, რომ ყველა გავერთიანდეთ ახლა ივანიშვილის კოალიციის წინააღმდეგ. მე მინდა, რომ ამ არჩევნებში მთავარი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის გასარჩევად, დებატებისთვის იყოს ის თემა, რაც ჩვენ ყველას გვაღელვებს,“ აღნიშნა ალასანიამ და დაამატა:
„კოალიცია მთლიანად მოწყვეტილია ხალხს და საზოგადოებას. თითქოს პარალელურ სამყაროში არიან, თავისი პრობლემებით, თავისი გარჩევებით, კვოტებზე ჩხუბებით. აქედან გამომდინარე, მე გული მწყდება იმაზე, რომ მთავრობა, ხელისუფლება, მმართველი გუნდი, დაკავებული რომ უნდა იყოს პენსიონერებზე ზრუნვით, დაკავებული რომ უნდა იყოს სოციალურად დაუცველებზე ზრუნვით, დაკავებულია ერთადერთით, ვის მეტი კვოტა და მეტი სკამი შერჩება არჩევნების შემდეგ და ამიტომ არიან ისინი განწირული,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.