კახა კალაძე: როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ყველა იმ პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლებიც იყო დაწყებული
09-03-2016, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თუნდაც იმ რესურსების გამოყენებას, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ - ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

 


მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიესალმებიან ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

 


"წინა ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით დაწყებული მუშაობა არის მისასალმებელი. როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ყველა იმ პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლებიც იყო დაწყებული. რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემები, თუმცა იყო ბევრი გაკეთებული საქმე ამ მიმართულებით. ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული, ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, ეს არის სწორი მიმართულება, სწორი გზა, სწორი არჩევანი. ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ავითვისოთ ის რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი