კახა კალაძე: გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ "სოკარის" მილსადენით, "შაჰდენიზის" მილსადენით და ასევე "გაზპრომის" ტრანზიტით - 10%
09-03-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ხელშეკრულება "გაზპრომთან" გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო – მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით," აღნიშნული განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გაააკეთა.

 

 

ენერგეტიკის მინისტრმა "სოკართან" მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა.

 

 

"ბოლო თვეების განმავლობაში გაზმომარაგება იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოშია, ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება კომპანია "სოკართან" და ეს არის მისასალმებელი," განაცხადა კალაძემ.

 


მისვე თქმით, "სოკართან" მიღწეული შეთანხმების შედეგად, "სოკარი" საქართველოს დამატებით მოცულობებს მიაწვდის "შაჰდენიზის" მილსადენის მეშვეობით.

 


"ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ მომწოდებელზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ბუნებრივი აირის 90 %-ს გვაწვდის აზერბაიჯანი. დამატებითი მოცულობების მოწოდებას ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფდა ე.წ. ყაზახის მილსადენი, რომელიც არის კომპანია "სოკარის" საკუთრება. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა არის გადაჭრილი და ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ბუნებრივი აირი "შაჰდენიზის" მილსადენიდან. არაერთი შეხვედრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარება. ამ მილსადენს ფლობს კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიაა გაწევრიანებული. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო "სოკარს" იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს უზრუნველყოფა მომხდარიყო ბუნებრივი აირით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ "სოკარის" მილსადენით, "შაჰდენიზის" მილსადენით და ასევე ტრანზიტით, რასაც რუსეთი აწვდის სომხეთს და ჩვენ 10%-ს ვიღებთ," განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც სხდომაზე, 2012 წლიდან დღემდე ბუნებრივი აირის მოხმარების დინამიკა წარმოადგინა.

 

 

"2012 წელს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება იყო 1 969 მილიონი, დღეს კი გვაქვს 2 478 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება. კომერციული აქედან არის დაახლოებით 1 76 მილიონი, მოსახლეობა მოიხმარს 753 მლნ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები კი - 650 მილიონ კუბურ მეტრს", - აღნიშნა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი