თამაზ მეჭიაური: ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს მინიმუმ იმისი, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი
09-03-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს მინიმუმ იმისი, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა და დაამატა, რომ ვისაც რა მხარდაჭერა ექნება მოსახლეობიდან, ქვეყნის მართვაზეც იმ პროპორციით უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მეჭიაური ირწმუნება, რომ ამ საკითხთთან დაკავშირებით "ფაქტობრივად, უმრავლესობაშია".

 


"ეს არის ჩემი მოსაზრება, რომელიც მგონია, რომ უფრო სწორია, თუმცა სხვა მოსაზრებებსაც აქვს არსებობის უფლება. მე ადრეც ვამბობდი და დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ კლასიკური გაგებით კოალიცია ნიშნავს იმას, რომ ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს მინიმუმ იმისი, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, მიიღოს მანდატი ამომრჩევლებისგან და ამ მანდატის შესაბამისად გარკვეული საკითხების ირგვლივ გაერთიანდეს შედარებით უფრო თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფებთან, იმ თანაფარდობით, რა თანაფარდობითაც ამომრჩეველმა მას მისცა ხმა. ვისაც რა მხარდაჭერა ექნება მოსახლეობიდან, ქვეყნის მართვაზეც იმ პროპორციით უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ვისაც ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობიდან, მისი პრეტენზიაც გაცილებით მეტი იქნება, იმასთან შედარებით, ვისაც ორჯერ ნაკლები აქვს. პირველ ეტაპზე კინაღამ თეთრი ყვავივით ვიყავი, როდესაც მაქსიმალურად გაემიჯნენ ჩემს ვარიანტს, რომ ყველას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი. დღეს, ფაქტობრივად, უმრავლესობაში ვარ. ძალიან ბევრი მათ შორის საექსპერტო წრეებიდანაც ეთანხმება ამას, რადგან ეს არ არის ჩემი გამოგონება, ეს არის აპრობირებული მეთოდი ყველა ქვეყანაში," განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი