კახა კალაძე: ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება იყო გარდაუვალი, სხვაგვარად შესაძლებელი იყო საერთოდ ჩამოშლილიყო ენერგეტიკა
09-03-2016, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულეს. ამის შესახებ კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

 


კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მხრიდან დასმულ შეკითხვას - წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრებაზე, იყო მიზანმიმართული ტყუილი, თუ არ ეყო მთავრობას კომპეტენცია დანაპირები შეასრულოს? - ასეთი პასუხი გასცა:

 

"მე ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ რაც იყო დადებული პირობა ტარიფების შემცირების თაობაზე, ეს ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა, დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რის გამოც მოგვიწია ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება.

 


რაც შეეხება განახევრებას, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ვიდეომასალას, სადაც მე გამოვდიოდე და ვსაუბრობდე ტარიფების განახევრებაზე. ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილა," აღნიშნა მინისტრმა.

 


მისივე თქმით, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მაშივე დაიწყეს მუშაობა ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით.

 


"პირველი იყო ელექტროეენერგიის მიმართულებით დაწყებული მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ ეს წარმატებული იყო, რადგან ჩვენ მოვახერხეთ 4 თეთრით შეგვემცირებინა ელექტროენერგიის საფასური ისე, რომ ეს კომპანიებისთვის არ ყოფილიყო პრობლემა და წინასაარჩევნოდ გაცემული პირობაც ყოფილიყო შესრულებული.

 


თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს, უკვე 3 წლის მერე გვაქვს სხვა რეალობა, ქვეყანაში დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში გამოიწვია გარკვეული პრობლემები, სერიოზული პრობლემები შეექმნა ენერგეტიკის დარგს და ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება იყო გარდაუვალი. თუ ეს არ მოხდებოდა, შესაძლებელი იყო მომავალი წლების განმავლობაში საერთოდ ჩამოშლილიყო ენერგეტიკა. ასევე მოხდა ბუნებრივ აირზე ტარიფის 5 თეთრით შემცირება", -განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი