ძალადობას არ ვაპირებ, დღეს-ხვალ ფაქსიმილიებს გადმოვიბარებ და დავნიშნავ ჩემს მოადგილეს, - ამის შესახებ "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტებს ხშირად ზედაპირული მიდგომები აქვთ რაღაც საკითხებზე და მას აქვს ახალი, ინოვაციური მოსაზრებები, რისი განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია ბევრად უფრო აკადემიური გახდეს ტელევიზია.
გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ დღეს საღამოს ჟურნალისტებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომელიც მის სახლში შედგება.
ჟურნალისტებმა ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთ ხელმძღვანელ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან უპასუხა, რომ "რუხაძე თბილისში არ არის და ის, რასაც მედია აკეთებს - სიგიჟეა".
"არც ბაჩო კიკაბიძესთან და არც ბაია გადაბაძესთან საჯარო პოლემიკაში აყოლას არ ვაპირებ. ვაპირებ პასუხისმგებლობით გავაკეთო ის საქმე, რა პასუხისმგებლობაც ავიღე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ხაზგასმით ვიცი რამდენიმე პრინციპი - ძალადობას არ ვაპირებ, დღეს-ხვალ ფაქსიმილიებს გადმოვიბარებ და დავნიშნავ ჩემს მოადგილეს, რომელიც ფინანსურ საკითხებზე იზრუნებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და მის სახლში საღამოს ჟურნალისტებთან დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა.
"რაც შეეხება ჟურნალისტებთან შეხვედრას. ის, რაც ჟურნალისტებს და მათ საქმიანობას ეხება, ყველა დეტალს ავუხსნი, ვისაუბრებ მათ საქმიანობზე. ეთერის უწყვეტობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს ეთერი, მისი სარეკლამო დრო დატვირთულია სერიოზული კონტრაქტით, რომელმაც უნდა შემოიტანოს ძირითადი თანხა, თვითონ კოლექტივისა და კომპანიისთვის, ვგულისხმობ "იმედთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას," აღნიშნა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ შეხვედრა ტელეკამერების გარეშე უნდა შედგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.