ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საავტომობილო გზის მოასფალტება 2 დღეში დასრულდება. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
ქობულეთის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და გზის 1,4 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 227 497 ლარია გათვალისწინებული. გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს „New Road“-ი აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.